ბრიტანული გამოცემა - კვარაცხელიას შვედეთთან თამაშის შემდეგ რობენს ადარებენ, მაგრამ სტატისტიკა უნდა გააუმჯობესოს #1TVSPORT
ბრიტანული გამოცემა - კვარაცხელიას შვედეთთან თამაშის შემდეგ რობენს ადარებენ, მაგრამ სტატისტიკა უნდა გააუმჯობესოს #1TVSPORT

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა HITC-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილში აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი, შესაძლოა, ევროპის წამყვანი კლუბების რადარებს დაუბრუნდეს, მაგრამ საამისოდ აუცილებელი პირობებიც დაასახელა.

„ხვიჩა კვარაცხელია იმედგაცრუებული იყო ტრანსფერზე ამდენი ლაპარაკის შემდეგ რუსეთშიდარჩენით და სეზონის სტარტზე კარგად ვერ გამოიყურებოდა. მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა“, – წერს გაზეთი.

ბრიტანულმა გამოცემა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ 21 წლის თავდამსხმელის პერსპექტივასთან ერთად, იმ დეტალებზეც წერს, რომლის გაუმჯობესებაც კვარაცხელიას ესაჭიროება.

„ქართველ თავდამსხმელს შვედეთთან მატჩის შემდეგ არიენ რობენს ადარებენ. მას თუ ჯერ კიდევ სურს, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს პრემიერლიგის კლუბების ინტერესის გამოწვევა, სტატისტიკა უნდა გაუმჯობესოს“, – ვკითხულობთ HITC-ს წერილში.

რუსეთის ჩემპიონატის პირველი ტური 13 დეკემბერს მთავრდება, ამიტომ ხვიჩას დარჩენილ სამ მატჩში სტატისტიკის გაუმჯობესება ნამდვილად მოეთხოვება, რათა ევროპული კლუბების ინტერესი დაიბრუნოს და რუსეთი დატოვოს.