ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაციას კობი ბრაიანტი ლებრონ ჯეიმსში აერია
ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაციას კობი ბრაიანტი ლებრონ ჯეიმსში აერია

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) კობი ბრაიანტის დაღუპვის გაშუქებისას დაშვებული უხერხული შეცდომის გამო ბოდიშს იხდის.

კვირას, 26 იანვარს, ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, საქვეყნოდ ცნობილმა ტელეკომპანიამ ეთერში გაუშვა ვიდეოკადრები, რომლებშიც კობი ბრაიანტის ნაცვლად ლებრონ ჯეიმსი ჩანდა.

ვიდეო სოციალურ ქსელში მომენტალურად გავრცელდა და მომხმარებლების მხრიდან ბი-ბი-სი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.