ბრიტანეთში ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა
ბრიტანეთში ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა

ბრიტანეთში ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა. სოციოლოგიური კვლევის კომპანია YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში ევროკავშირში დარჩენას 46% მისცემდა ხმას, 39% კი გასვლის მომხრეა. დანარჩენებს პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვთ ან უარი თქვეს გამოკითხვაში მონაწილეობაზე.

შეთანხმების მიხედვით, ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, თუ პარლამენტი ევროკავშირთან შეთანხმებას დაბლოკავს, ბრიტანეთი აღუნიშნავი ტერიტორია გახდება. ბრიტანეთის პარლამენტში კენჭისყრა 15 იანვარს გაიმართება.