ბრიტანეთში ქარიშხალ „არვენის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა
ბრიტანეთში ქარიშხალ „არვენის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

დიდ ბრიტანეთში ქარიშხალ „არვენის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, მას შემდეგ, რაც შოტლანდიაში, აბერდინშირში ავტომობილს ხე დაეცა. ინფორმაციას „სქაინიუსი“ ავრცელებს.

მანამდე, სტიქიის შედეგად ორი გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლებიც აგრეთვე ხის დაცემის შედეგად დაიღუპნენ.

პარასკევს დიდი ბრიტანეთის ამინდის ეროვნული სამსახურის მეტეოროლოგიურმა ოფისმა ქვეყანაში მოსალოდნელი შტორმის თაობაზე „წითელი“ გაფრთხილება გამოსცა.