ბრიტანეთში კორონავირუსის 3 899 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი
დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 3 899 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის მთავრობის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“ 394 257 ადამიანს დაუდასტურდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით 18 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 41 777-ს აღწევს.