ბრიტანეთში კორონავირუსის 2 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი
ბრიტანეთში კორონავირუსის 2 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი

დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 3000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ვირუსი 2 919 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 14 პაციენტი გარდაიცვალა.  ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 358 138 შემთხვევა, მათ შორის 41 608 გარდაიცვალა. ამჟამად საავადმყოფოში 837 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 80 ხელოვნურ სუნთქვაზეა.