ბრიტანეთში ევროპარლამენტის არჩევნებში, პირველადი შედეგებით, ბრექსიტის პარტია ლიდერობს
ბრიტანეთში ევროპარლამენტის არჩევნებში, პირველადი შედეგებით, ბრექსიტის პარტია ლიდერობს

ბრიტანეთში ევროპარლამენტის არჩევნებში, პირველადი შედეგებით, ნაიჯელ ფარაჯის ბრექსიტის პარტია ლიდერობს.

შედეგების მიხედვით, ბრექსიტის პარტიას საარჩევნო უბნებზე მისული მოსახლეობის 29 პროცენტმა მისცა ხმა, ლეიბორისტებს 20 პროცენტი აქვთ, ლიბერალ-დემოკრატებს 18 პროცენტი, მწვანეებს 16 პროცენტი, კონსერვატიულ პარტიას კი შვიდი პროცენტი. საარჩევნო აქტივობამ 34 პროცენტი შეადგინა.

წინასწარი გამოკითხვების შედეგად, პოლონეთში მმართველი „კანონისა და სამართლიანობის“ პარტია ლიდერობს 42 პროცენტით, რაც 2014 წელთან შედარებით 11 პროცენტით მეტია. პოლონეთის ოპოზიციურ „ევროპულ კოალიციას“ ხმების 39.1 პროცენტი აქვს.