ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 46 ადამიანი დაიღუპა
ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 46 ადამიანი დაიღუპა

დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 46 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 335-ს მიაღწია.

„ბიბისის“ ცნობით, გარდაცვლილების ასაკი 47-დან 105 წლამდე მერყეობს და ყველა მათგანს თანმდევი დაავადება ჰქონდა.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის 5 911 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.