ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა
ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 36 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 43,550-ს აღწევს.

ბრიტანეთის ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 311,151-ს აღწევს.

დატოვე კომენტარი