ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა
ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ით 27 ადამიანი გარდაიცვალა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს 45,300 პაციენტი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 726 ახალი შემთხვევა. გაერთიანებულ სამეფოში​„კოვიდ-19“-ის შემთხვევების საერთო რაოდენობა 294,792-ს აღწევს.