ბრიტანეთში 23 მარტის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
ბრიტანეთში 23 მარტის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში 23 მარტის შემდეგ „კოვიდ-19“-ის ფატალური შემთხვევების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 77 პაციენტი გარდაიცვალა. საავადმყოფოებში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი უკვე 40,542-ს აღწევს.

დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის 286,194 შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრიტანეთის მასშტაბით „კოვიდ-19“-ზე ტესტირება 142,123 პაციენტს ჩაუტარდა.