ბრიტანეთმა ყირიმის ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებულ პირებსა და კომპანიებს სანქციები დაუწესა
ბრიტანეთმა ყირიმის ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებულ პირებსა და კომპანიებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა ქერჩის სრუტეზე ყირიმის ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებულ პირებსა და კომპანიებს სანქციები დაუწესა. განახლებული სასანქციო სია დიდი ბრიტანეთის სახაზინო სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„შავ სიაში“ მოხვედრილ პირებს შორის არის სარკინიგზო კომპანიის, „გრანდ სერვის ექსპრესის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრ განოვი; კომპანია „სტროიგაზმონტაჟის“ დირექტორის მოადგილე ლეონიდ რიჟენკინი, რომელიც მარტში რუსეთის პრეზიდენტმა სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. რიჟენკინი 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა ქერჩის ხიდის მშენებლობას.

სანქციები დაუწესდა ასევე კომპანია „ლენპრომტრანსპროექტს“, სახელმწფო საწარმო „ყირიმის რკინიგზას“, რომელიც ხიდის ოპერატორია, ასევე ყირიმის პირველ სადაზღვეო კომპანიას.

მანამდე, ყირიმის ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებულ პირებსა და კომპანიებს სანქციები ევროკავშირმა დაუწესა.