ბრიტანეთმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სიაში ჩინური „სინოვაკი“, „სინოფარმი“ და ინდური „კოვაქსინი“ შეიტანა
ბრიტანეთმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სიაში ჩინური „სინოვაკი“, „სინოფარმი“ და ინდური „კოვაქსინი“ შეიტანა

ბრიტანეთმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აღიარებული ვაქცინების სიაში ჩინური „სინოვაკი“ და „სინოფარმი“, ასევე ინდური „კოვაქსინი“ შეიტანა. ახალი ცვლილებები ძალაში 22 ნოემბრიდან შევა, რომლითაც ბრიტანეთში შესვლის მსურველი სრულად აცრილი ადამიანები ისარგებლებენ.

ბრიტანეთის ტრანსპორტის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოგზაურობის წესები კიდევ უფრო გამარტივდება, რადგან 18 წლამდე ასაკის ყველა ადამიანი საზღვარზე განიხილება, როგორც სრულად აცრილი და შეძლებენ ინგლისში შესვლას თვითიზოლაციის გარეშე.

დატოვე კომენტარი