ბრიტანეთის წარმომადგენელი - ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ბრექსიტზე მოლაპარაკებები ფინალურ ფაზაშია
ბრიტანეთის წარმომადგენელი - ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ბრექსიტზე მოლაპარაკებები ფინალურ ფაზაშია

ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის მოლაპარაკებები ფინალურ ფაზაშია, – ეს განცხადება ბრექსიტის საკითხებში ბრიტანეთის წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ გააკეთა.

„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ შევხვდი ირლანდიის პრემიერ-მინისტრს. ჩვენ მოლაპარაკების ფინალურ სტადიაზე ვართ და აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით ირლანდიის მთავრობასთან“, – წერს მიშელ ბარნიე მიკრობლოგ Twitter-ზე.

​ბარნიეს თქმით, იმისთვის, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს, აუცილებელია ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხზე შეთანხმება.

ევროკავშირმა და ბრიტანეთმა შეთანხმებას ნოემბრამდე უნდა მიაღწიონ. თუ ასე არ მოხდა, მაშინ შესაძლოა, ბრიტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოს.

ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.