ბრიტანეთის თემთა პალატამ ვადამდელი არჩევნების გამართვას ისევ არ დაუჭირა მხარი

07:29, 10.09.2019

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ვადამდელი არჩევნების გამართვის ინიციატივას ისევ არ დაუჭირა მხარი. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ინიციატივამ პარლამენტში აუცილებელი ხმების ორი მესამედი ვერ მოაგროვა. ამგვარად, 31 ოქტომბრამდე დიდ ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის სამართლებრივი გზა აღარ არსებობს.

თემთა პალატაში მწვავე დებატები გვიან ღამემდე გრძელდებოდა. 10 სექტემბრიდან პარლამენტმა მუშაობა 14 ოქტომბრამდე შეაჩერა.

პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გეგმის თანახმად, პარლამენტის მუშაობის შეჩერება მას ხისტი ბრექსიტის განხორციელებაში დაეხმარებოდა. თუმცა, დეპუტატებმა მოასწრეს კანონის მიღება, რომელიც შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლას აფერხებს.

მსგავსი