ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბენ უოლესი არ დაეთანხმა სერგეი შოიგუს განცხადებებს უკრაინასა და მის სავარაუდო ქმედებებთან დაკავშირებით

02:07, 24.10.2022

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი არ დაეთანხმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებებს უკრაინასა და მის სავარაუდო ქმედებებთან დაკავშირებით „კონფლიქტის ესკალაციის მიზნით“. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ბენ უოლასმა „უარყო ეს ბრალდებები და აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები არ უნდა იქნას გამოყენებული შემდგომი ესკალაციის საბაბად“.

ბრიტანელმა მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი და საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერენ უკრაინას და ესწრაფვიან დეესკალაციას.

„უკრაინამ და რუსეთმა უნდა ეძებონ დარეგულირების გზა და გაერთიანებული სამეფო მზად არის, დაეხმაროს მათ ამაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარალელურად, განცხადებას ავრცელებს პენტაგონიც, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ის „უარყოფს ყოველგვარ საბაბს რუსეთის ესკალაციისთვის“ უკრაინაში.

მსგავსი