ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინას გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემების პირველი პარტია გადასცა

01:48, 28.03.2022

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინას გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემების, „სთარსთრიქის“ პირველი პარტია გადასცა, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უოლესის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გამოყენებაში მომზადება უკვე გაიარეს და შეიარაღება უკვე მათ ხელშია.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინის დასახმარებლად გაერთიანებული სამეფო ყველაზე მეტს აკეთებს.

„სთარსთრიქი“ არის ბრიტანული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემა, რომელიც შექმნილია ვერტმფრენებისა და დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავების განადგურებისთვის.

„სთარსთრიქი“ ითვლება მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტად. სისტემას შეუძლია, საჰაერო სამიზნეების განადგურება ხუთ კილომეტრამდე სიმაღლეზე.

მსგავსი