ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა რომან აბრამოვიჩი შავ სიაში შეიყვანეს
ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა რომან აბრამოვიჩი შავ სიაში შეიყვანეს

დიდი ბრიტანეთის სპეციალურმა სამსახურებმა ლონდონის „ჩელსის“ რუსი მფლობელი რომან აბრამოვიჩი ოლიგარქების შავ სიაში მოახვედრეს. როგორც გაზეთი The Telegraph წერს, ამ სიაში მყოფი ადამიანების შეზღუდვა აუცილებელია.

ბიზნესმენების სახელებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ყველა მოკავშირე ქვეყანას გადასცემენ, რათა ამ ადამიანებს გადაადგილებასა და ბიზნესის ხელმძღვანელობაში ხელი შეუშალონ.

„ამ ღონისძიებების მიზანია – თავისუფალი გადაადგილებისა და საქმიანობის შეზღუდვა ბრიტანეთის, ევროპისა და სხვა რეგიონების ტერიტორიაზე,“ – მოჰყავს გაზეთს ბრიტანეთის მთვარობის სიტყვები.

რომან აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 2003 წლის ზაფხულში შეიძინა.