ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ავღანეთის მოსაზღვრე ქვეყნებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
Todaay (30-09-2020) Secretary of State for Defence Ben Wallace and Chief of the Defence Staff General Sir Nick Carter held a briefing at the Policy Exchange building in London
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ნიკ კარტერი ავღანეთის მოსაზღვრე ქვეყნებს მიმართავს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
„ომის გაგრძელება ავღანეთის მეზობელი ქვეყნების ინტერესებში არ შედის. ბევრმა მათგანმა უკვე მილიონობით ლტოლვილი მიიღო და კიდევ რამდენიმე მილიონი დატოვებს ავღანეთს, თუ იქ სიტუაციის სტაბილიზება ვერ მოხდება. ამ შემთხვევაში, ტერორიზმის საფრთხის ზრდა გარდაუვალია, ვინაიდან ექსტრემისტები ამ ვაკუუმს გამოიყენებენ. ამის თავიდან აცილება ერთად მუშაობით არის შესაძლებელი“, – განაცხადა კარტერმა.