ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი - „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტი დაიცავს ჩვენს დემოკრატიას უცხოური ჩარევისგან, არ დავუშვებთ, უცხო სახელმწიფოებმა გამოიყენონ „ბინძური ფული“ ჩვენი არჩევნების საყიდლად
„ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტი დაიცავს ჩვენს დემოკრატიას უცხოური ჩარევისგან და ახალგაზრდებს ხმის მიცემის უფლებას მისცემს, – ამის შესახებ საბინაო, თემთა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა, სტივ რიდმა განაცხადა.
„საზღვარგარეთიდან მომავალი მზარდი საფრთხეები ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა განვახორციელოთ ცვლილებები ჩვენი არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არ დავუშვებთ, რომ მტრულად განწყობილმა უცხო სახელმწიფოებმა გამოიყენონ „ბინძური ფული“ ჩვენი არჩევნების საყიდლად. ჩვენ ვიცავთ ბრიტანულ დემოკრატიას ბრიტანელი ხალხისთვის“, – განაცხადა სტივ რიდმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დღეს გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებენ.