ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა.

„კონსერვატიული პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერების ქმედებები ორგანიზაციას „საპყრობილედ“ გადააქცევს. მისივე თქმით, თუ ევროკავშირი არ დათანხმდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ შემუშავებულ ევროკავშირიდან გასვლის პირობებს და გეგმას, მაშინ ეს ევროკავშირისთვის „ტრაგედიად იქცევა“.

„რა დაემართა ევროპული ოცნების იდეალებს? ევროკავშირი თავისუფლების დასაცავად შეიქმნა. ეს საბჭოთა კავშირი არ უშვებდა ხალხს. ისტორიის მაგალითი ნათელია. თუ თქვენ ევროკავშირს საპყრობილედ აქცევთ, ეს წასვლის სურვილს არ გააქრობს. პირიქით, ეს სურვილი გამძაფრდება და დიდი ბრიტანეთი არ იქნება ერთადერთი პატიმარი, ვისაც ამ ციხიდან გაქცევა მოუნდება“, – განაცხადა ჯერემი ჰანტმა.