ბრიტანეთის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე თითქმის 500 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
ბრიტანეთის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე თითქმის 500 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე თითქმის 500 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, – ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სააგენტოს, GCHQ-ის ხელმძღვანელი ენ კისტ-ბატლერი ავრცელებს.

კისტ-ბატლერმა საფრთხის შეფასების ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე წარუმატებლობას განიცდის, ბრიტანეთი კი უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს.

„მაშინ, როდესაც ჩვენ მტკიცედ ვრჩებით უკრაინის მხარდაჭერაში, პუტინი ბრძოლის ველზე უკან იხევს“, – განაცხადა კისტ-ბატლერმა.

კისტ-ბატლერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი „ზრდის ყოველდღიურ ჰიბრიდულ აქტივობას“ დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წინააღმდეგ და „დაუნდობლად ესხმის თავს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, დემოკრატიულ პროცესებს, მიწოდების ჯაჭვებსა და საზოგადოების ნდობას“.