ბრიტანეთის პრემიერი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა
ბრიტანეთის პრემიერი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ფაქტის ამსახველი ფოტო ბორის ჯონსონმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

„მადლობა ყველა შესანიშნავ მეცნიერს, ექიმსა და მოხალისეს, რომლის დახმარებითაც ეს მოხდა.

ვაქცინის მიღება საუკეთესო რამ არის, რაც დაგვაბრუნეს ძველ ცხოვრებაში, რომელიც ასე გვენატრება. მოდით, გავიკეთოთ ვაქცინა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.