ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, რომ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე „საკმაოდ ბევრ რამეზე“ შეთანხმდნენ

03:26, 19.08.2025

ევროპელმა ლიდერებმა და უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი უკვე დატოვეს.

„სიენენის“ ჟურნალისტმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს ჰკითხა, თუ რაზე შეთანხმდნენ შეხვედრაზე.

ბრიტანეთის პრემიერი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. მისი თქმით, შეთანხმება ბევრ რამეზე მოხდა.

„საკმაოდ ბევრ რამეზე“, – განაცხადა სტარმერმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.

მეტი კომენტარი ლიდერებს თეთრი სახლის დატოვებისას მედიასთან არ გაუკეთებიათ.

მსგავსი