ბრიტანეთის პრემიერად ბორის ჯონსონის არჩევის მოწინააღმდეგეებმა ლონდონში აქცია გამართეს
ბრიტანეთის პრემიერად ბორის ჯონსონის არჩევის მოწინააღმდეგეებმა ლონდონში აქცია გამართეს

ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად ბორის ჯონსონის შესაძლო არჩევის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა დემონსტრანტებმა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და ლონდონის ყოფილი მერის, ბორის ჯონსონის გამოსახულებიანი საჰაერო ბუშტი გაბერეს და ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს. „არა ბორისს, კი ევროპას“, – ასეთი იყო აქციის
ლოზუნგი. ადამიანია ფორმის საჰაერო ბუშტს ჰქონდა წარწერა – „350 მილიონი ფუნტი“. აღნიშნული თანხა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის წინ ბრექსიტის მხარდამჭერ კამპანიას უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ბორის ჯონსონიც იყო.

ბრექსიტის მომხრეთა მტკიცებით, დიდ ბრიტანეთის ევროკავშირის წევრობა ყოველკვირეულად სწორედ 350 მილიონი ფუნტი უჯდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

„კონსერვატიულმა პარტიამ“ ტერეზა მეის შემცვლელი 23 ივლისამდე უნდა აირჩიოს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი და მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი არიან.