ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის​ ახალ ბინადარს, 15 კვირის ლეკვს დილინი დაარქვეს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის​ ახალ ბინადარს, 15 კვირის ლეკვს დილინი დაარქვეს

დაუნინგ სთრითის ახალ ბინადარს, 15 კვირის ლეკვს დილინი დაარქვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლს სახელი პრემიერ-მინისტრის მეგობარმა ქალმა, კერი საიმონდსმა შეურჩია. ინფორმაციას მან მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით თავად გაავრცელა.

დილინი დაუნინგ სთრითზე დღეს მიიყვანეს. ის პრემიერ-მინისტრმა ორგანიზაცია „ცხოველების მეგობრებისგან“ წამოიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლეკვი ერთ-ერთმა ფერმერმა მიატოვა. თავშესაფარში ის კატებთან ერთად ცხოვრობდა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ მას დაუნინგ სთრითის ცნობილ კატა ლარისთან ურთიერთობა არ გაუჭირდება.