ბრიტანეთის პარლამენტმა ვადამდელი არჩევნების შესახებ პრემიერ-მინისტრის მოთხოვნა უარყო
ბრიტანეთის პარლამენტმა ვადამდელი არჩევნების შესახებ პრემიერ-მინისტრის მოთხოვნა უარყო

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ პრემიერ-მინისტრის მოთხოვნა უარყო.

ბორის ჯონსონმა საპარლამენტო არჩევნების ოქტომბერში დანიშვნა მას შემდეგ მოითხოვა, რაც დეპუტატმა ე.წ. ხისტი ბრექსიტი დაბლოკეს. მათ მიერ დამტკიცებული კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ლონდონი და ბრიუსელი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან თანმიმდევრულ გასვლაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მაშინ მთავრობა ვალდებული იქნება, ბრექსიტის ვადის გახანგრძლივება მოითხოვოს.

დიდი ბრიტანეთი დღეს მოქმედი შეთანხმებით ევროკავშირიდან 31 ოქტომბრამდე უნდა გავიდეს. პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებდა, რომ ბრექსიტი ყველა შემთხვევაში ამ ვადაში შედგებოდა. თუმცა, დეპუტატებმა არათანმიმდევრული ბრექსიტის დაბლოკვის მიზნით კანონი დაამტკიცეს. აღნიშნული კანონის ამოქმედებისთვის საჭიროა კიდევ ერთი კენჭისყრა.

როგორც ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა განაცხადა, ვადამდელი არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ დაინიშნება, რაც ე.წ. ხისტი ბრექსიტის დაბლოკვის შესახებ კანონი ძალაში შევა.