ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე ვერ გავა
ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე ვერ გავა

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე ვერ გავა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში მიმდინარე სხდომაზე მიიღეს.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონს, რომლიც ლონდონს შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვებას უკრძალავს. პროექტს პირველ მოსმენაზე მხარი 329 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 300 წინააღმდეგ წავიდა.

აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც სხდომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით დაიმუქრა.

პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანონის მიხედვით, თუ ევროკავშირთან ბრექსიტის პირობებზე შეთანხმება ვერ შედგება, მაშინ ლონდონმა ბრიუსელს ევროკავშირიდან გასვლის პროცესის გახანგრძლივება უნდა მოსთხოვოს.

დღეს არსებული გეგმის მიხედვით, ბრექსიტი 31 ოქტომბერს უნდა შედგეს.