ბრიტანეთის მთავრობამ პარლამენტში ბრექსიტის ახალ გეგმასთან დაკავშირებული კენჭისყრა გადადო
ბრიტანეთის მთავრობამ პარლამენტში ბრექსიტის ახალ გეგმასთან დაკავშირებული კენჭისყრა გადადო

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პარლამენტში ევროკავშირიდან გასვლის ახალ გეგმასთან დაკავშირებული კენჭისყრა გადადო. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბრექსიტის შესახებ კანონპროექტის ახალი ვერსია ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატას გუშინ წარუდგინა. პრემიერმა შეთანხმების მხარდაჭერის შემთხვევაში დეპუტატებს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა შესთავაზა. თუმცა, აღნიშნულმა ინიციატივამ ე.წ. ხისტი ბრექსიტის მომხრეთა მწვავე რეაქცია გამოიწვია. დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის ლიდერმა, ანდრეა ლიდსომმა თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად ტერეზა მეის პოზიციის მიუღებლობა დაასახელა.

გამოცემა „თაიმსი“ წერს, რომ 24 მაისს ტერეზა მეიმ შესაძლოა, გადადგომის შესახებ განაცხადოს.