ბრიტანეთის მთავრობა - კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესება არასწორია
ბრიტანეთის მთავრობა - კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესება არასწორია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა და მას განუცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესება არასწორია. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

ამასთან, კირ სტარმერი კიდევ ერთხელ ადასტურებს დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერას გრენლანდიის სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნავს, რომ არქტიკის უსაფრთხოება ნატო-ს ყველა მოკავშირისთვის პრიორიტეტად რჩება.

„პრემიერ-მინისტრმა დღეს ლიდერებთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართა. ის ესაუბრა დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს; შემდეგ კი – პრეზიდენტ ტრამპს. პრემიერ-მინისტრმა გრენლანდიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ყველა სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა. მან აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოება ნატო-ს ყველა მოკავშირისთვის პრიორიტეტულია ევროატლანტიკური ინტერესების დასაცავად. მან ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეების კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესება არასწორია“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.