ბრიტანეთის მოქალაქეებმა ექიმებს მადლობა ტაშით გადაუხადეს [ვიდეო]
ბრიტანეთის მოქალაქეებმა ექიმებს, რომლებიც ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიან, მადლობა ტაშის დაკვრით გადაუხადეს.
მოქალაქეებს შეუერთდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც, რომელიც თავადაც კორონავირუსით არის ინფიცირებული და იზოლაციაში იმყოფება. ბორის ჯონსონი დაუნინგ სთრითის #10-ში, შესასვლელთან გამოჩნდა და ექიმებს ტაში დაუკრა.
ვიდეომასალა ბრიტანეთის პრემიერმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა. ბორის ჯონსონმა ექიმებს მადლობა გადაუხადა.
ანალოგიური აქცია ბრიტანეთში რამდენიმე დღის წინაც გაიმართა.
Thank you to the NHS and all of our critical workers for all you are doing to fight #coronavirus. You really are an inspiration. #ClapForOurCarers #ThankYouThursday #ClapForKeyWorkers pic.twitter.com/SRm2cAkAnQ
— Boris Johnson #StayHomeSaveLives (@BorisJohnson) April 2, 2020