ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრები ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოცხადებას  დღეს კენჭს უყრიან
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრები ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოცხადებას დღეს კენჭს უყრიან

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს დღეს მისივე კონსერვატიული პარტიის წევრები უყრიან კენჭს.

მმართველი პარტიის ლიდერისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად ხმათა 15%-იანი ზღვარია დაწესებული.

კენჭისყრა თემთა პალატაში, კონსერვატიული პარტიის კომიტეტში ადგილობრივი დროით 18:00- 20:00 საათისთვის გაიმართება, შედეგები კი, დათვლისთანავე გამოქვეყნდება.

იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრა ტერეზა მეისთვის არასახარბიელოდ დასრულდება, კონსერვატიულ პარტიაში ახალი ლიდერის ასარჩევად არჩევნები გაიმართება და ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა გამოვლინდება.

ტერეზა მეიმ რამდენიმე დღის წინ ბრიუსელთან მიღწეული ბრექსიტის შეთანხმების დასამტკიცებლად, 11 დეკემბერს თემთა პალატაში დაგეგმილი კენჭისყრა გადადო იმ იმედით, რომ ევროკავშირის ლიდერებთან ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის არსებული უხილავი საზღვრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, უკეთესი პირობების მიღწევას შეძლებდა. თუმცა, ახალი მოლაპარაკებების გამართვაზე ბრიტანეთის პრემიერს უარი განუცხადა როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ასევე გერმანიის კანცლერმაც.