ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში
ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში

საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კლერ ოლბლესი არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს საარჩევნო პროცესებს. მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში.

ახლა დროა, რომ განსხვავებების მიუხედავათ საქართველო ერთიანი იყოს. გაერთიანებული სამეფო მზად არის, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მხარი დაუჭიროს ამ პროცესს“, – აღნიშნულია კლერ ოლბლესის განცხადებაში.