ბრიტანეთის ელჩი - საქართველოს ძალა არის სამოქალაქო საზოგადოების მრავალფეროვნებასა და ენერგიაში
ბრიტანეთის ელჩი - საქართველოს ძალა არის სამოქალაქო საზოგადოების მრავალფეროვნებასა და ენერგიაში

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, ჯასტინ მაქენზი სმიტი პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი განცხადების შეფასებისას აცხადებს, რომ საქართველოს ძალა არის სამოქალაქო საზოგადების მრავალფეროვნებაში.

„სამწუხაროდ, არ მისმენია გუშინდელი განცხადებისთვის. საქართველოს ძალა არის სამოქალაქო საზოგადოების მრავალფეროვნებასა და ენერგიაში. სამოქალაქო საზოგადოება თანამედროვე დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია“,-განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინდელ გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკური გაერთიანება არასამთავრობო სექტორი ჩამოყალიბდა, 13 კაცი და ქალი, რომლებსაც პოლიტიკური, მიკერძოებული შეხედულებები აქვთ.