ბრიტანეთის დედოფალმა ბრექსიტის კანონპროექტს ხელი მოაწერა
ბრიტანეთის დედოფალმა ბრექსიტის კანონპროექტს ხელი მოაწერა

ბრიტანეთის დედოფალმა ბრექსიტის შესახებ კანონპროექტს მოაწერა ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა მომდევნო კვირის ბოლოს ევროკავშირს დატოვებს. დედოფლის ხელმოწერის შემდეგ კანონპროექტმა ბრიტანეთის კანონის სტატუსი მიიღო.

ხვალ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას ხელს ევროკავშირის ლიდერები მოაწერენ.

29 იანვარს ევროპარლამენტში სხდომა გაიმართება, სადაც შეთანხმების რატიფიცირებაზე იმსჯელებენ, 31 იანვარს კი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს.