ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ლიდერების ერთობლივი განცხადება - „ჰამასის“ ტერორისტულ ქმედებებს არ აქვს გამართლება და საყოველთაოდ უნდა იყოს დაგმობილი
ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ლიდერების ერთობლივი განცხადება - „ჰამასის“ ტერორისტულ ქმედებებს არ აქვს გამართლება და საყოველთაოდ უნდა იყოს დაგმობილი

დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ლიდერებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ცალსახად დაგმეს „ჰამასი“ და მისი შემზარავი ტერორისტული აქტები, – ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

ერთობლივი განცხადება ემანუელ მაკრონს, ოლაფ შოლცს, ჯორჯია მელონს, რიში სუნაკსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაკეთდა.

„„ჰამასის“ ტერორისტულ ქმედებებს არ აქვს გამართლება, ლეგიტიმაცია და საყოველთაოდ უნდა იყოს დაგმობილი. ჩვენი ქვეყნები მხარს დაუჭერენ ისრაელს მცდელობებში, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი ასეთი სისასტიკისგან. ეს არ არის მომენტი ისრაელის მიმართ მტრულად განწყობილი მხარისთვის, გამოიყენოს ეს თავდასხმები უპირატესობის მოსაპოვებლად. ყველა ჩვენგანი ვაღიარებთ პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს და მხარს ვუჭერთ სამართლიანობისა და თავისუფლების თანაბარ ზომებს ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის. მაგრამ არ შეცდეთ: „ჰამასი“ არ წარმოადგენს ამ მისწრაფებებს და ის არაფერს სთავაზობს პალესტინელ ხალხს, მეტი ტერორისა და სისხლისღვრის გარდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.