ბრიტანეთი რუსულ გემებს ქვეყნის პორტებში შესვლის უფლებას აღარ მისცემს
ბრიტანეთი რუსულ გემებს ქვეყნის პორტებში შესვლის უფლებას აღარ მისცემს

დიდი ბრიტანეთი არც ერთ რუსულ გემს ქვეყნის პორტებში შესვლის უფლებას აღარ მისცემს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის ტრანსპორტმის მინისტრმა, გრანტ შაპსმა გააკეთა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

„საზღვაო სექტორი საერთაშორისო ვაჭრობისთვის ფუნდამენტურია და ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი როლი, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობები“, განაცხადა დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა.

ტრანსპორტის მინისტრმა მოუწოდა ბრიტანეთის პორტებს, არ დაუშვან რუსული დროშის ქვეშ მცურავი, რუსული რეგისტრაციის მქონე, ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი გემები პორტებში.