ბრიტანელმა ფანებმა სალაჰი წლის ფეხბურთელად აირჩიეს #1TVSPORT
ბრიტანელმა ფანებმა სალაჰი წლის ფეხბურთელად აირჩიეს #1TVSPORT

„ლივერპულის“ ფორვარდი მოჰამედ სალაჰი ინგლისისა და უელსის საფეხბურთო გულშემატკივართა ასოციაციის ვერსიით ინგლისში წლის საუკეთესო ფეხურთელად დასახელდა.

ეგვიპტელმა ეს პრიზი კარიერაში მეორედ მოიგო. პირველად ამგვარი აღიარება მან 2018 წელს დაიმსახურა.

წლევანდელ გამოკითხვაში სალაჰმა გაუსწრო „ჩელსის“ ნახევარმცველს მეისონ მაუნტს, მიკაელ ანტონიოს (ვესტ ჰემი), ფილ ფოდენს (მანჩესტერ სიტი), რუბენ დიაშსა (მანჩესტერ სიტი) და იური ტილემანსს (ლესტერი).