ბრიტანელმა ჩოგბურთელმა იოჰანა კონტამ კარიერა დაასრულა #1TVSPORT
ბრიტანელმა ჩოგბურთელმა იოჰანა კონტამ კარიერა დაასრულა #1TVSPORT

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა იოჰანა კონტამ ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულება. 30 წლის მოთამაშემ ამ გადაწყვეტილების შესახებ „ტვიტერში“ დაწერა.

„ჩემი სათამაშო კარიერა დასასრულს მიუახლოვდა და მე უზომოდ მადლიერი იმის გამო, როგორიც გამოვიდა ჩემი საჩოგბურთო გზა.

ყველაფერი იმას მიუთითებდა, რომ არაფერი გამომივიდოდა ამ პროფესიაში. მაგრამ გამიმართლა იმ ადამიანებში, რომლებიც გამოჩდნენ ჩემს ცხოვრებაში და შეცვალეს ჩემი ჩოგბურთი.

ასევე მადლიერი საკუთარი გამძლეობის, რისი წყალობითაც შევძელი ჩემი ოცნებების ცხოვრებაში განხორციელება. მე გავხდი ის, რაც ბავშვობაში მქონდა ჩაფიქრებული. თავს ძალიან წარმატებულად მივიჩნევ. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“, – დაწერა ბრიტანელმა.

კონტამ კარიერაში ოთხი ტიტული მოიგო WTA-ის დონეზე, გარდა ამისა, სამჯერ მიაღწია „დიდი სლემის“ ტურნირებზე ნახევარფინალურ ეტაპამდე.

დატოვე კომენტარი