ბრიტანელი მრბოლელი მოტორბოლის ეტაპზე დაიღუპა
ბრიტანელი მრბოლელი მოტორბოლის ეტაპზე დაიღუპა

ბრიტანელი მოტომრბოლი ბენ გოდფრი 25 წლის ასაკში დაიღუპა ავარიისას, რომელიც No Limits Trackdays-ის რბოლაში მოხდა.

გოდფრი სხვა მონაწილეს შეეჯახა და მოტოციკლიდან გადავარდა. შედეგად, ბრიტანელმა სიცოცხლესთან შეუსაბამო ტრავმები მიიღო და სამედიცინო დახმარების მიუხედავად, გარდაიცვალა.

„ბენი მართლაც ფანტასტიკური ახალგაზრდა ადამიანი იყო, მას ბევრი მეგობარი ჰყავდა, ყოველთვის ღიმილი ჰქონდა სახეზე და დროს პოულობდა ყველასთვის. ის ძალიან აღელვებული იყო. სეზონის წინ და ბოლო თვეში ბევრ რბოლაში იღებდა მონაწილეობას“, – თქვა სარბოლო სერიის დირექტორმა მარკ ნეითმა.

რბოლა ლესტერის გარეუბანში მიმდინარეობდა. გოდფრი გამოდიოდა „სუპერბაიკის“ კლასის ბრიტანულ სერიაში.