ბრიტანელი ჯარისკაცები პოლონეთ-ბელარუსის სასაზღვრო ზონაში პოლონეთის დასახმარებლად ჩავიდნენ
ბრიტანელი ჯარისკაცები პოლონეთ-ბელარუსის სასაზღვრო ზონაში პოლონეთის დასახმარებლად ჩავიდნენ

პოლონეთ-ბელარუსის სასაზღვრო ზონაში, პოლონეთის დასახმარებლად, ბრიტანელი ჯარისკაცები განლაგდნენ. „პოლიტიკოს“ ცნობით, ბრიტანელი სამხედრო ინჟინრები პოლონეთს უკანონო მიგრაციული ნაკადის მართვის მიმართულებით ლოგისტიკურ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ბრიტანელი სამხედროები პოლონეთში მომავალი წლის აპრილამდე დარჩებიან და ვარშავას საზღვრის გასწვრივ საინჟინრო მხარდაჭერას აღმოუჩენენ, მათ შორის გზების აღდგენის, სასაზღვრო ღობის დაგეგმვისა და გამაგრების მიმართულებით.

სამხედრო პერსონალის განთავსებამდე, პოლონეთში ბრიტანული სადაზვერვო შენაერთი იმყოფებოდა, რომლის მიზანი იყო, დაედგინა, თუ რა სახის მხარდაჭერის გაწევა შეუძლია ბრიტანეთს პოლონეთისთვის. მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთი ჯარისკაცებს ლიეტუვაშიც გაგზავნის.