ბრიტანელების ბრძოლა უაიტმა ნოკაუტით მოიგო
ბრიტანელების ბრძოლა უაიტმა ნოკაუტით მოიგო

ლონდონში O2Arena-ზე სუპერმძიმე წონაში საინტერესო საკრივო ორთაბრძოლა გაიმართა. ეს იყო მატჩ-რევანში ბრიტანელ მოკრივეებს – დერეკ ჩისორასა და დილიან უაიტს შორის. ეს უკანასკნელი WBC Silver-ის და WBO International-ის მეორეხარისხოვან ტიტულებს იცავდა.

ეს მოკრივეები ერთმანეთს პირველად 2016 წელს შეხვდნენ და უაიტმა მსაჯების არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

ჩისორამ რევანშის აღება ვერ შეძლო. მეტად სანახაობრივი ბრძოლა მე-11 რაუნდში დასრულდა. იმ მომენტისთვის ორი მსაჯი ქულებით უპირატესობას ჩისორას აძლევდა, მესამე – უაიტს. სამივე შემთხვევაში ანგარიში იყო – 95:94.

მე-11 რაუნდში ჩისორას მეორედ ჩამოაკლეს ქულა მეტოქისთვის იდაყვის დარტყმის გამო. ამას უაიტის დარტყმა მოყვა, რომელმაც მეტოქე ღრმა ნოკაუტში გაუშვა. ჩისორამ დამოუკიდებლად წამოდგომა ვერ შეძლო და ბრძოლა დასრულდა.