ბრისბენში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა წააგო
ბრისბენში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა წააგო

სენსაციურად დასრულდა ავსტრალიის ქალაქ ბრისბენის ქალთა ტურნირის მერვედფინალი, რომელშიც მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი დამარცხდა რეიტინგის 53-ე ნომერთან, ამერიკელ ჯენიფერ ბრეიდისთან – 4:6, 6:7(4).

ორივე ჩოგბურთელი კარგად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე. განსაკუთრებით ეს ითქმის ბრეიდიზე, რომელმაც კლასიფიკაციის ლიდერს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა. თავად ამერიკელს ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება.

შეხვედრა საათი და 31 წუთი გრძელდებოდა. აღსანიშნავია, რომ ბრეიდიმ წინა წრეში მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მარია შარაპოვა დაამარცხა ასევე ორ სეტში.

დატოვე კომენტარი