ბრიჯიტ ბრინკი სლოვაკეთში აშშ-ის ელჩის პოსტს დაიკავებს
ბრიჯიტ ბრინკი სლოვაკეთში აშშ-ის ელჩის პოსტს დაიკავებს

ამერიკელი დიპლომატი ბრიჯიტ ბრინკი სლოვაკეთში აშშ-ის ელჩის პოსტს დაიკავებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრიჯიტ ბრინკს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში თანაშემწის მოადგილის პოსტს იკავებდა, დონალდ ტრამპი სლოვაკეთში ელჩად წარადგენს.

ბრიჯიტ ბრინკი წლების განმავლობაში არაერთ ევროპულ ქვეყანაში მუშაობდა. მათ შორის იყო უზბეკეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, თურქეთი და საქართველო.

ბრიჯიტ ბრინკი სლოვაკეთში აშშ-ის ელჩის პოსტზე ადამ სტერლინგს შეცვლის, რომელიც ამ თანამდებობაზე 2016 წელს ბარაკ ობამამ დანიშნა.