ბრეტ კავანას სექსუალური ძალადობის შესახებ მომზადებულ ანგარიშს დღეს აშშ-ის სენატში განიხილავენ
ბრეტ კავანას სექსუალური ძალადობის შესახებ მომზადებულ ანგარიშს დღეს  აშშ-ის სენატში განიხილავენ

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ბრეტ კავანას სექსუალური ძალადობის შესახებ მომზადებული ანგარიში თეთრ სახლს გაუგზავნა. თეთრი სახლიდან  ანგარიში უკვე მიაწოდეს სენატის იურიდიულ კომიტეტსაც, სადაც დღეს დახურულ კარს მიღმა განხილვა შედგება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგარიში კონფიდენციალურია, შესაბამისად, მისი გასაჯაროება არ მოხდება.

ბრეტ კავანას სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში ორი ქალი ადანაშაულებს. ქრისტინ ბლეისი ფორდი აცხადებს, რომ ბრეტ კავანამ მასზე 1982 წელს, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში, ერთ-ერთ წვეულებაზე იძალადა. მეორე შემთხვევაც ასევე, სკოლის პერიოდში მოხდა, დებორა რამირესის თქმით, კავანა მის მიმართ სექსუალურ შევიწროებას ახორციელებდა.

მოსამართლეობის კანდიდატი ყველა ბრალდებას უარყოფს.