„ბრეშას“ პრეზიდენტმა განცხადა, რომ კორონავირუსით დაავადდა
„ბრეშას“ პრეზიდენტმა განცხადა, რომ კორონავირუსით დაავადდა

სერია A-ს კლუბის „ბრეშას“ პრეზიდენტი მასიმო ჩელინი კორონავირუსით დაავადდა.

„რამდენიმე დღე კალიარიში ვიმყოფებოდი. მანამდე, სამი კვირის განმავლობაში კარანტინში ვრჩებოდი ბრეშაში. წავედი საავადმყოფოში და რამდენიმე ანალიზი ჩავაბარე. აქამდე ჩემს ქალიშვილს ჰქონდა ვირუსი, ჩემს ვაჟს – არა. ახლა, მე ვარ ავად. მქონდა სიმპტომები – ვგრძნობდი ზედმეტ დაღლილობას და ძვლებში ტკივილს”, – განაცხადა ჩელინომ გაზეთ „რეპუბლიკასთან” კომენტარში.

რამდენიმე დღის წინ, ჩელინომ ჟურნალისტებს გამოუცხადა, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლების შემთხვევაში, თავის გუნდს მინდორზე არ გაუშვებს.