„ბრეშას“ პრეზიდენტი ორ მძარცველს გაუმკლავდა
„ბრეშას“ პრეზიდენტი ორ მძარცველს გაუმკლავდა

იტალიური „ბრეშას“ პრეზიდენტი მასიმო ჩელინო ჩხუბში ჩაერთო ორ მძარცველთან, რომლებმაც მისთვის საათის მოპარვა სცადეს. ამ ინფორმაციას „ფუტბოლ იტალია“ ავრცელებს.

როგორც ირკვევა, 63 წლის იტალიელი ბელგიის ქალაქ პადენგეში იმყოფებოდა, სადაც მან ცოტა ხნის წინ სახლი შეიძინა, თავდასხმა კი სწორედ მისი საცხოვრებლის გვერდით მდებარე სუპერმარკეტთან მოხდა. მასიმომ თავის დაცვა შეძლო, თუმცა პროცესში თავი საკუთარი მანქანის კარს მიარტყა.

უნდა ითქვას, რომ „ბრეშას“ პრეზიდენტს არც თუ იღბლიანი პერიოდი უდგას: რამდენიმე დღის წინ მისმა გუნდმა 0-3 წააგო „რომასთან“ და გასავარდნ ზონას კიდევ უფრო მიუახლოვდა.