„ბრეშას“ ინფორმაციით, მარიო ბალოტელი 100 კილოგრამს იწონიდა
„ბრეშას“ ინფორმაციით, მარიო ბალოტელი 100 კილოგრამს იწონიდა

„ბრეშას“ ოფიციალურმა ვებგვერდმა განაახლა გუნდის ფორვარდის მარიო ბალოტელის მონაცემები. კლუბის ინფორმაციის თანახმად, იტალიელი დღეს 99.8 კილოგრამს იწონის. მან რვა კილოგრამი ზედმეტი წონა აკრიფა.

ბალოტელის სიმაღლე 190 სანტიმეტრია.

ივნისში სკანდალურმა იტალიელმა უარი თქვა ორმხრივი შეთანხმებით „ბრეშასთან“ ხელშეკრულების გაწყვეტაზე. რამდენიმე დღის შემდეგ, ფორვარდი ვარჯიშზე არ შეუშვეს. დღეისთვის, მხარეები ერთმანეთს სასამართლოში უჩივიან ფეხბურთელის კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე.