„ბრეშამ“ ბალოტელი დაითხოვა
„ბრეშამ“ ბალოტელი დაითხოვა

„ბრეშას“ ხელმძღვანელობამ საბოლოოდ გაწყვიტა კონტრაქტი ფორვარდ მარიო ბალოტელისთან, წერს იტალიური პრესა. გადაწყვეტილება უნდა შევიდეს ძალაში კლუბის პრეზიდენტ მასიმო ჩელინოს თანხმობის შემდეგ.

საინტერესოა, რომ ბალოტელის ისედაც უნდა დაეტოვებინა „ბრეშა“ 30 ივნისს, რადგან ამ დღეს მის კონტრაქტს ვადა ეწურებოდა და კლუბი არ აპირებდა მის გახანგრძლივებას წლევანდელი სეზონის ბოლომდე.

„ბრეშამ“ ბალოტელი გასული წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანა. ამ სეზონში ფორვარდმა 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა.