„ბრეშა“ მზად არის „ახალი პირლო“ 50 მილიონ ევროდ გაყიდოს
„ბრეშა“ მზად არის „ახალი პირლო“ 50 მილიონ ევროდ გაყიდოს

„ბრეშას“ ნახევარმცველმა სანდრო ტონალიმ, შესაძლოა, გუნდი შეიცვალოს. „გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, ფეხბურთელზე პრეტენზიას აცხადებს „პარი სენ-ჟერმენი“. 19 წლის იტალიელს, აგრეთვე, მადრიდის „ატლეტიკოს“ სკაუტებიც აკვირდებიან.

„ბრეშა“ თავის ნახევარმცველს 50 მილიონ ევროდ აფასებს. ადრე იტყობინებოდნენ ფეხბურთელის მიმართ „იუვენტუსის“, „ინტერის“, „რეალის“, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაინტერესების შესახებ.

თავისი სათამაშო სტილის გამო, ტონალის „ახალ პირლოს“ უწოდებენ. მიმდინარე სეზონში მან 16 მატჩი ჩატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.